როგორ გავაუმჯობესოთ AI პასუხები

სწორი დავალების ჩამოყალიბებით

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

წარმოიდგინეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) არის ძალიან ჭკვიანი ასისტენტი, რომელიც მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერ საკითხში. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: როგორც ვკითხავთ, ისე გვიპასუხებს!

პრაქტიკული მაგალითები

ცუდი მიდგომა

"დამიწერე ესე"

შედეგი: AI დაბნეულია - რა თემაზე? რამდენი სიტყვა? როგორი სტილით?

კარგი მიდგომა

"დამიწერე 300 სიტყვიანი ესე გარემოს დაცვის შესახებ, 9-ე კლასის მოსწავლისთვის გასაგები ენით..."

შედეგი: AI იძლევა ზუსტად იმას რაც გჭირდება!

ცუდი მიდგომა

"ამოხსენი ამოცანა"

შედეგი: რომელი ამოცანა? რა უნდა ახსნა?

კარგი მიდგომა

"ამოხსენი ეს ამოცანა ნაბიჯ-ნაბიჯ: მატარებელი გადის 240 კმ-ს 3 საათში. რა არის მისი საშუალო სიჩქარე?"

შედეგი: მიიღებ დეტალურ ახსნა-განმარტებას!

რაც უფრო დეტალურად და მკაფიოდ ჩამოაყალიბებთ დავალებას, მით უფრო ხარისხიან და ზუსტ პასუხს მიიღებთ.

* გაითვალისწინეთ: დავალების გადატვირთვა და მითითებების ზედმეტი დაზუსტება ხშირად აბნევს ხელოვნურ ინტელექტს და საპირისპირო შედეგს იძლევა.

1. იყავით კონკრეტული

ნაცვლად "მოიძიე ინფორმაცია", უთხარით: "მოიძიე 5 საინტერესო ფაქტი კოსმოსის შესახებ".

2. მიუთითეთ დეტალები

განსაზღვრეთ ფორმატი (პუნქტები, აბზაცები), სიგრძე და ვისთვის არის განკუთვნილი ტექსტი.

3. განმარტეთ კონტექსტი

აუხსენით სად გამოიყენებთ მასალას: საშინაო დავალებისთვის, პრეზენტაციისთვის თუ პროექტისთვის.

დაეუფლე AI ინსტრუქციების ფორმულირებას:

პრაქტიკული სავარჯიშოები

❌ "ახსენი ფიზიკა"

❌ "დამიწერე საქართველოს ისტორიაზე" ისტორია
❌ "მომიყევი ევროპის ქვეყნებზე" გეოგრაფია
❌ "ამიხსენი მათემატიკა" მათემატიკა
სახელმძღვანელო შემდეგი თემა