ოთხი ნაბიჯი სრულყოფილ შედეგამდე:
კ.რ.მ.ფ. მეთოდი (C.R.E.F.)

ონტექსტი, ოლი, ითითება და ორმატი

ოთხი ნაბიჯის მეთოდი (C.R.E.F.)

ეს მეთოდი არის დავალების ფორმულირების სტრუქტურირებული მიდგომა, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტის — კონტექსტის, როლის, მითითებისა და ფორმატის (კ.რ.მ.ფ.) — ერთობლივი გამოყენებით გვეხმარება, ხელოვნური ინტელექტისგან მაქსიმალურად ზუსტი და ხარისხიანი პასუხი მივიღოთ

1

კონტექსტი

Context

ეს არის ზოგადი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაში არის დავალება ან რა ფონზე უნდა შესრულდეს ის.

2

როლი

Role

მიუთითეთ სპეციალისტის როლი, რომლითაც AI უნდა გამოიყენოს თავისი ცოდნა.

3

მითითება

Explicit Instructions

დაწვრილებით აღწერეთ ზუსტად რა გჭირდებათ. რაც უფრო დეტალური იქნება, მით უკეთესი.

4

ფორმატი

Format

მიუთითეთ პასუხის სტრუქტურა, სიგრძე და ფორმატი.

ამ მეთოდის გამოყენების მაგალითი

1. კონტექსტი (Context): მე მჭირდება დახმარება სასკოლო პროექტისთვის, რომელიც ეხება კლიმატის ცვლილებას.

2. როლი (Role): იმოქმედე როგორც გარემოსდაცვითი ექსპერტი, რომელიც ახსნის კომპლექსურ თემებს მარტივად.

3. მითითება (Explicit Instructions): შემადგინე 5 მთავარი საფრთხე, რომელსაც კლიმატის ცვლილება უქმნის საქართველოს. თითოეულ საფრთხეს მიუთითე 2-3 კონკრეტული მაგალითი ჩვენი ქვეყნიდან.

4. ფორმატი (Format): პასუხი დააბრუნე დანომრილი სიის სახით, თითოეული პუნქტი 2-3 წინადადებით. სულ არაუმეტეს 300 სიტყვისა.

რატომ მუშაობს ეს მეთოდი?

კონტექსტი აძლევს AI-ს ფონს - AI-მ უკეთესად ესმის რა არის თქვენი მიზანი და რა გარემოში უნდა მოქმედებდეს.

როლი აზუსტებს სტილს - როდესაც AI-მ იცის რა როლში უნდა იმოქმედოს, ის მოგცემთ შესაბამისი სტილის პასუხს.

მითითებები განსაზღვრავს შინაარსს - დეტალური ინსტრუქციები უზრუნველყოფს, რომ AI ზუსტად იმას შეასრულებს, რაც გჭირდებათ.

ფორმატი უზრუნველყოფს სტრუქტურას - სასურველი ფორმატი ხელს უწყობს იმის გაგებას, თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი ინფორმაცია.

რაც უფრო დეტალურად და მკაფიოდ ჩამოაყალიბებთ დავალებას, მით უფრო ხარისხიან და ზუსტ პასუხს მიიღებთ.

* გაითვალისწინეთ: დავალების გადატვირთვა და მითითებების ზედმეტი დაზუსტება ხშირად აბნევს ხელოვნურ ინტელექტს და უფრო ცუდ შედეგს იძლევა.

რჩევები გამოყენებისთვის

  • დაიწყეთ კონტექსტით - ეს ეხმარება AI-ს გაიგოს თქვენი მიზანი.
  • აირჩიეთ შესაბამისი როლი - მასწავლებელი, ექსპერტი, მრჩეველი.
  • იყავით კონკრეტული მითითებებში.
  • დააკონკრეტეთ ფორმატი - სია, ცხრილი, აბზაცი.

პრაქტიკული სავარჯიშო: კ.რ.მ.ფ. მეთოდი

სიტუაცია:

იტვირთება სიტუაცია...

ჩამოაყალიბეთ დავალება კ.რ.მ.ფ. მეთოდით (კონტექსტი, როლი, მითითება, ფორმატი):

მთავარი გვერდი შემდეგი თემა